- Target:
- Georgian National Communication Commission
- Region:
- Georgia
მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისათვის და გაცნობებთ, რომ 2013 წლის 18 იანვარს "ელიტ ელექტრონიქსის რეკლამის წინააღმდეგ" პეტიციაზე ხემოწერების შეგროვება დასრულდა და პეტიცია განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
პეტიციის ხელმომწერები მიმართავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა მან განიხილოს სს “ელიტ ელექტრონიქსის” საახალწლო რეკლამა (იხილეთ ბმული: http://www.youtube.com/watch?v=ZiCXwr_ci3s), რომელიც წარმოადგენს დაუშვებელ პროდუქციას და ითხოვენ კომისიისაგან შესაბამისი ზომების მიღებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს
ასლი ეგზავნება:
სს “ელიტ ელექტრონიქსის” დირექტორს მატი ლეშემს
პეტიციის ხელმომწერები მოგმართავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა განიხილოთ სს “ელიტ ელექტრონიქსის” საახალწლო რეკლამა (იხილეთ ბმული: http://www.youtube.com/watch?v=ZiCXwr_ci3s), რომელიც ჩვენი აზრით წარმოადგენს დაუშვებელ პროდუქციას და გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები მისი გავრცელების აღმოფხვრის მიზნით. სს “ელიტ ელექტრონიქსის” საახალწლო რეკლამა გადაიცემა მედიისა და ინტერნეტ საშუალებებით და წარმოადგენს არაეთიკურ - არასათანადო რეკლამას, ვინაიდან მასში დამამცირებლად და შეურაცხმყოფელად არის გამოსახული ქალი. კერძოდ, აღნიშნული რეკლამა აჩვენებს ავტომობილში მყოფ ქალის სახეს უხერხული გამომეტყველებით და მისი სხეულის ისეთ მოძრაობას, რომელიც არაორაზროვნად მიანიშნებს იმ ფაქტზე, თითქოს იგი ჩართულია სქესობრივ აქტში. როდესაც კადრი იშლება, ჩანს, რომ ქალი, ნივთებთან ერთად, ჩატენილია ავტომობილში, რომელსაც გარედან აწვება კაცი.
რეკლამა მაყურებელში აშკარად იწვევს დამამცირებელ ასოციაციებს ქალთა სოციალური ჯგუფის მიმართ, რადგან წარმოაჩენს ქალს, როგორც ნივთს ჩატენილს ავტომანქანაში საჩუქრებთან ერთად; ასევე, ამყარებს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ქალი საჩუქრებით უნდა "გატენო", თუ გსურს მისი კეთილგანწყობის მოპოვება. ყველაზე შეურაცხმყოფელი ასპექტი ამ რეკლამაში არის სქესობრივი აქტის იმიტაცია, სადაც ქალი წარმოჩენილია არა როგორც აქტის სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს და სიამოვნებას იღებს აქტისგან, არამედ როგორც სქესობრივი აქტის ობიექტი, რომელსაც ეპყრობიან როგორც ნივთს და არ ადარდებთ მისი დამოკიდებულება მიმდინარე სქესობრივი აქტის მიმართ.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეკლამის იდეა მოპარულია ავტომანქანა მაზდას რეკლამიდან, რომელიც აკრძალული რეკლამების რიგს განეკუთვნება და მხოლოდ არაოფიციალური არხებით მოიპოვება ინტერნეტში (ზემოხსენებული რეკლამა იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.youtube.com/watch?v=r2t34Jja9M0.
სოციალურ ქსელებში და მათ გარეთ არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი პროტესტი რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, თუმცა მისი შემქმნელებიც და დამკვეთებიც უარყოფენ რეკლამის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ხასიათს და უარს აცხადებენ სარეკლამო რგოლის მოხსნაზე. ამიტომ, ჩვენ მოგმართავთ კომისიას და მოვითხოვთ, სს “ელიტ ელექტრონიქსის” არასათანადო რეკლამა გამოცხადდეს დაუშვებელ პროდუქციად და აიკრძალოს მისი გავრცელება, ვინაიდან იგი შეურაცხყოფას აყენებს ქალებს, იწვევს სექსისტური სტერეოტიპებს გაღრმავებას და წარმოადგენს ქალთა დისკრიმინაციას, რომელიც ეწინააღმდეგება:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულ დისკრიმინაციის აკრძალვას სქესის საფუძველზე;
2. საქართველოს კანონს რეკლამის შესახებ მე-4 მუხლის მე-8 ქვეპუნქტი, რომელიც კრძალავს არასათანადო (არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები) რეკლამის განთავსებასა და გავრცელებას.
3. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მე-5 მუხლს, რომლის მიხედვითაც “მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა შეცვალონ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენების აღმოფხვრისა და იმ ადათ-წესების და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებსაც საფუძვლად უძევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა სტერეოტიპულობის იდეა”.
ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით, ჩვენ მოვითხოვთ სს “ელიტ ელექტრონიკსის” აღნიშნული რეკლამა გამოცხადდეს დაუშვებელ პროდუქციად და აიკრძალოს მისი ტრანსლირება ტელევიზიებით და სხვა მედია თუ ოფიციალური ინტერნეტ საშუალებებით.
აღნიშნული განცხადება მოამზადა ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა და ამ განცხადებას უერთდებიან ქვემორე ხელისმომწერები:
The ელიტ ელექტრონიქსის რეკლამის წინააღმდეგ petition to Georgian National Communication Commission was written by Group and is in the category Gender Rights and Issues at GoPetition.