#Local Government
Target:
თბილისის საკრებულო, თბილისის მერია
Region:
Georgia

ამა წლის 20 ივლისიდან დაიწყო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 2013-2014 სააღმზრდელო წლისათვის იმ ბავშვებისათვის, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და, რომელთა დედმამიშვილებიც არ არიან უკვე, რომელიმე ბაღში რეგისტრირებული.

სამწუხაროდ, ჩვენი შვილებისათვის ბაღებში თავისუფალი ადგილები აღარ მოიძებნა.

ანალოგიური მდგომარეობა იყო გასულ წელსაც.

როგორც ჩანს, ბაღებზე არსებული მოთხოვნა აჭარბებს ბაღებში არსებულ ადგილებს. შექმნილი მდგომარეობა არათანაბარ პირობებში აყენებს თბილისის მოქალაქეებს, ვინაიდან ბევრ მოქალაქეს ხელი არ მიუწვდება თბილისის ბიუჯეტიდან სუბსიდირებული ბაღების მომსახურებაზე, რაც ყველა მოქალაქისათვისაა განკუთვნილი და არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფისათვის. ალტერნატივად რჩება კერძო ბაღები, რომელთა მომსახურება, საქართველოს პირობებში, საკმაოდ ძვირია და თანაც თავისუფლად შეიძლება, რომ კიდევ უფრო გაძვირდეს, მანამ, სანამ ბავშვი სასკოლო ასაკს მიაღწევს.

გთხოვთ დაამატოთ ადგილები თბილისის საბავშვო ბაღებში და ყველა მსურველს მისცეთ შესაძლებლობა თბილისის ბიუჯეტიდან სუბსიდირებული ბაღების მომსახურებით ისარგებლოს.

GoPetition respects your privacy.

The საბავშვო ბაღები petition to თბილისის საკრებულო, თბილისის მერია was written by Vakhtang Kobaladze and is in the category Local Government at GoPetition.