#Environment
Target:
ალტერნატიული გზა
Region:
Georgia

დაგვიდექით გვერდით!! რა ხდება დღეს მთიულეთსა და ხევში? რუსეთიდან ჩვენს მეზობელ სხვა ქვეყნებში გაყავთ მაღალი ძაბვის მაგისტრალი .. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ასეთი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები( ასეთი სიმძლავრის პირველად შენდება საქართველოში )  ჯანმრთელობისთვის საშიშია. იმ   დაავადებების სია,  რასაც ეს გამოსხივება იწვევს ძალიან გრძელია და რადიუსი დასახლებული პუნქტიდან 600 მეტრი უნდა იყოს. მეორე პრობლემა არის ის რომ  ეს ანძები შენდება არამდგრად ნიადაგზე (ჭართალში დადგმული ანძა უკვე გადაიხარა), რაც გამოიწვევს სოფლების დამეწყვრას და ეს აუცილებლად შეიწირავს მრავალ სიცოცხლეს. ამასთან ერთად იჭრება ხეები  ანუ ზვავსაშიშროების რისკები ერთი ასად იზრდება. ვერცერთხელ ვერ წარმოგვიდგინეს საბუთი, რის საფუძველზეც ახორციელებენ ამ სამუშაოებს იმიტომ რომ არ აქვთ, მოკლედ რომ ვთქვა ეს არის ილია ელოშვილის, კალაძის და მათნაირების უკანონო დანაშაულებრივი ქმედება. ნებისმიერს შეუძლია ნახოს ამ მაგისტრალის პროექტი. მთლიანად მიუყვება ე.წ სამხედრო გზას. რატომ ? იმიტომ რომ ასე იაფი უჯდებათ. ამას ერთი შეხედვით მიხვდება ყველა. თუ ეს პროექტი განხორციელდება ამას შეეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ვინც გადარჩება სოფელს დატოვებს. მთა დაიცლება. დღეს სოფელ მუგუდაში დაიწყეს საფლავების ამოთხრა, ეხებიან ადამიანის რელიგიურ და ემოციურ გრძნობებს. არ ვიცი რამდენად შევძელი ძალიან მოკლედ ამეხსნა მდგომარეობა. მაგრამ მთავარი ისაა ახლა ,რომ მინდა მოგიწოდოთ ! ყველას ! არა მხოლოდ მთიულებს და მოხევეებს, არამედ მთელ საქართველოს . თუ ვინმეს შეგწევთ ძალა ფეხზე იდგეთ და არ გსურთ ასეთ უსამართლობაში ცხოვრება გამოდით და დაგვიდექით გვერდში ! გამოდით ! სამართალი ჩვენს მხარესაა არამხოლოდ მორალური არამედ კანონის დონეზეც . არსებობს ალტერნატიული გზა , რომელსაც არც კი განიხილავენ მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტი ხარჯების გაღება არ სურთ. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით პროექტს.

მთიულეთსა და ხევს დღეს თანადგომა სჭირდება!! ჩვენ ხეობაში სიცოცხლეს ვიცავთ! დაგვიდექით გვერდში !

GoPetition respects your privacy.

The არა მთიულეთის და ხევის გენოციდს petition to ალტერნატიული გზა was written by Nino and is in the category Environment at GoPetition.