#Animal Welfare
Target:
ღია წერილი
Region:
Georgia
Website:
www.fisher.ge

იცით თუ არა რომ რეალური იქტიოლოგიური კვლევები საქართველოში ბოლოს 80-წლებში ჩატარდა?
დღეს დღეობით არავინ იცის დადასტურებით რა ხდება ჩვენს წყლებში, მაგრამ ეს არ უშლის არავის გასცეს რეწვის ლიცენზიები და კვოტებიც კი დააწესოს.
ჩვენი კლუბი უკვე ოთხი წელია არსებობს და იმედია ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოში პატიოსანი მეთევზეების მთელი პლეადის ჩამოყალიბებისთვის.
მაგრამ ჩვენ ვერ გავწვდებით იმ დავალებებს რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ უნდა შეასრულოს.
მართლაც აბსოლუტურად გაუგებარია თუ როგორ ვერაფერს აკლებს ბრაკონიერებს ის სახელმწიფო რომელმაც
დაამარცხა კრიმინალი და კორუფცია ერთ ერთ ყველაზე კრიმინალურ და კორუფციულ რეგიონში. შეგვიძლია თუ არა გავაკეთოდ აქედან ლოგიკური დასკვა, რომ უბრალოდ არავის აინტერესებს ეს საკითხი?
ყველამ ვიცით - მასიური ძველბიჭობა, ქრთამის აღებ-მიცება, ღვედის არ შეკვრა ბოლოს და ბოლოს... იყო ნება და აღმოიფხვრა ეს ყოველივე.
მაშ როგორ მოვიქცეთ ჩვენ, პატიოსანი მოქალაქეები როდესაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ბრაკონიერების თარეშს?
როგორ მოვიქცეთ როდესაც ყველა ბაზარში დენით დაგრეხილი თევზები იყიდება?
ბრაკონიერი ხო ნარკოდილერივითაა - მიდიხარ რაიონში და ნებისმიერს ეკითხები თევზი სად ვიყიდოო.. როგორ გგონიათ ვისთან მიგიყვანენ?
იმაზე არაფერს ვამბობ სუფრაზე მიტანილი თევზის სანაცვლოდ ვინ მფარველობს ბრაკონიერებს რაიონებში. თუ ეს ქრთამად არ ითვლება?
თუ ეს არავინ იცის და ამას მარტო ჩვენ ვხედავთ?
ნუთუ იმისთვის რომ საკუთარი ბუნება დავიცვათ საჭიროა ევროპელმა პარტნიორებმა ცხვირი ჩაგვაყოფინონ და ევროპულ ოჯახში არ მიღების შიშით გაგვამკაცრებინონ კანონმდებლობა?
ძალიან არ მინდა კრიტიკის ქარცეცხლში გავახვიო შესაბამისი უწყება და სახემწიფო აპარატი. გასაგებია რო ქვეყნისთვის რთული დროა, ბოროტი ძალები კარს გვადგანან, მაგრამ! საქართველოს ბუნება და კერძოდ იქტიოფაუნა ისეთ კრიტიკულ ზღვარს არის მიახლოვებული რომ სხვა გზა არ გვაქვს.
ჩვენ არ ვართ ოპოზიცია ან პოზიცია, ჩვენ აპოლიტიკური, ბუნების მოყვარულ ადამიანთა გაერთიანება ვართ.
მინდა გაგაცნოთ ოთხი წლის სტატისტიკა, რომელიც უამრავი მეთევზის გამოკითხვის შედეგად მივიღეთ:

საქართველოში სრულიად გაწყდა -
- უკრაინული სალამურა
-წყაროს სალამურა
-კასპიური ორაგული
-ფარგა
-რწამი
-მორევის ნაფოტა
-ბერში

გადაშენების პირას მიყვანილია -

-ზუთხისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი
-კამბალა
-ქოთეხი
-კოლხური ორაგული
-ზღვის მამალი
-მდინარის კამბალა
-ზღვის ფარგა
-ქორჭილა
-ფარფლწითელა
-გველთევზა
-ხმალთევზა
-ტობი
-კაპარჭინა
-ბლიკა
-მარტის ღორჯო

და ეს არასრული ჩამონათვალია, ვინაიდან მეცნიერული კვლევები როგორც ავღნიშნე საქართველოში ბოლოს 80-იან წლებში ჩატარდა.

მართალი რომ გითხრად ერთადერთ ქმედით მექანიზმად მიმაჩნია ხმა მივაწვდინოთ უმაღლესი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს ვინც ჩვენს ქვეყანაში რეალურად იღებენ გადაწყვეტილებას. ამისთვის გთხოვთ გაიზიაროთ ეს ღია წერილი, გაავრცელოთ იგი სოციალურ ქსელებში და შევაგროვოთ ხელმოწერათა მაქსიმალური რაოდენობა.

საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი შოთა კვარაცხელია

მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული იქტიო ფაუნის სავალალო მდგომარეობის შესახებ

GoPetition respects your privacy.

The საქართველოს იქტიოფაუნა იღუპება! petition to ღია წერილი was written by gela bedianashvili and is in the category Animal Welfare at GoPetition.

Petition Tags

fishing