#Human Rights
Target:
საქართველოს მთავრობას
Region:
Georgia
Website:
emc.org.ge

14 თებერვლიდან, კაზრეთში, მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. 26 თებერვალს, მასშტაბური გაფიცვის სახე მიიღო ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა პროტესტმა. პარალელურად, თითქმის ორი კვირაა, პროტესტის ნიშნად შიმშილობენ თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეები და მაშველები. სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, კაზრეთსა და ჭიათურაში დასაქმებულთა აქციებს ადგილობრივი და მეზობელი სოფლების მოსახლეობაც, მათ შორის არასრულწლოვნები შეურთდნენ. მოსახლეობა შრომის არადეკვატური ანაზღაურებას, შრომის მძიმე პირობებს, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დაბალ სტანდატებს აპროტესტებს.

საბადოსა და მაღაროში შრომა კაზრეთსა და ჭიათურაში მცხოვრებთათვის შემოსავლის მიღების თითქმის უალტერნატივო გზას წარმოადგენს. გაფიცვების ფონზე, საწარმოების შეჩერების გამო, ადგილებზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი. ადამიანები მათი ელემენტარული საარსებო და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას არიან მოკლებულები, რამაც კაზრეთში ერთი ადამიანის თვითმკვლელობაც კი გამოწივია. ეს გარემოებები მიმდინარე პროტესტებს მასშტაბურ ხასიათს სძენს და მას სოციალურ კრიზისში გადაზრდის.

სამივე შემთხვევაში, დასაქმებულები, რომელთაც თავისთავად მძიმე და საფრთხისშემცველ სამუშაოს შესრულება უწევთ, საუბრობენ რთულ, ღირსებისშემლახავ და უსამართლო სამუშაო პირობებზე, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.

emc.org.ge; isfed.ge; gyla.ge

კაზრეთსა და ჭიათურაში შექმნილი სოციალური კრიზისის მასშტაბური ფორმები ავლენს პრობლემების სისტემურ ხასიათს და აჩვენებს არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის არსებით ხარვეზს. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ადეკვატური შრომითი გარანტიებისა და კერძო საწარმოებში შრომითი პირობების კონტროლის ეფექტური მექანიზმების გამოყენებას, რითაც არღვევს მის პოზიტიურ ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დასაცავად.

წინა ხელისუფლების პირობებში გატარებულმა ლიბერალურმა შრომითმა პოლიტიკამ, ისედაც იერარქიულ ურთიერთობებში მყოფი, დასაქმებული პირები ფიზიკურად და სამართლებრივადაც დაუცველი დატოვა დამსაქმებლისგან. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ არსებითად არ შეცვალა არსებული პოლიტიკა და შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დასაქმებულების სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამართლიანობის მიღწევის საფუძველი უნდა გამხდარიყო, აშკარად არაეფექტური და უსუსური აღმოჩნდა.

გაფიცვების მასშტაბურობა, ინტენსივობა და დასაქმებულთა იდენტური მოთხოვნები ცხადად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან მისი შრომითი პოლიტიკის არსებითად გადახედვის, ეფექტური და დროული საკანონმდებლო ცვლილების გატარების, მათ შორის, შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიერთების საჭიროებას. მიმდინარე პროცესების მასშტაბებისა და შექმნილი კრიზისის გამო, განსაკუთრებულად მნიშვნელვანია, სახელმწიფომ ეფექტურად შეასრულოს მისი ფუნქცია კერძო პირთა შრომით დავაში ჩარევისა და კრიზისის სამართლიანი გადაწყვეტის მიზნით, მაღალი რანგის და ტრანსფარანტული მედიაცია უზრუნველყოს მიმდინარე დავაში. ამ მიმართულებით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა დასაქმებული პირებისთვის ადეკვატური შრომითი და სოციალური პირობების შექნისათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი და კერძო პირები, მოვითხოვთ:

• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება მედიაციის თაობაზე და უზრუნველყოს პროცესის ეფექტურად და სამართლიანად წარმართვა;

• მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ არსებითად გადახედოს პოლიტიკას შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და შეიმუშაოს მათი დაცვის მაღალი სტანდარტები და ეფექტური მექანიზმები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

"სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი რეაქტორი"

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი

"ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია" (YPA)

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG)

კავშირი "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" StudioMobile - Accent on Action

ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები

ორგანიზაციებმა, რომლებიც უერთდებით პეტიციას, შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე pr@isfed.ge

GoPetition respects your privacy.

The იყავი სოლიდარული, დაიცავი მშრომელთა უფლებები! petition to საქართველოს მთავრობას was written by tuta and is in the category Human Rights at GoPetition.