#Roads & Transport
Target:
შსს მინისტრი, პარლამენტი
Region:
Georgia
Website:
www.cog.ge

საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეითთა გადასასვლელებზე წესების უგულვებელყოფა, როგორც მძღოლების, ასევე ქვეითთა მხრიდან.

ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომავალი თაობის უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ კამპანიას.

კერძოდ, ბოლო წლებში ‘’საქართველოს ბავშვების” მიერ განხოციელებული აქტივობები მოიცავდა საგზაო მოძრაობის დარეგულირების ერთ-ერთი საშუალების - ზებრა გადასასვლელის პოპულარიზაციას, როგორც ქვეითების ასევე მძღოლებისათვის.

მიუხედავად არასამთავრობოების მიერ ჩატარებული მრავალი ღონისძიებისა, სიტუაცია რჩება მწვავე: საქართველოში ყოველი მესამე ავტოავარიის მონაწილე ფეხით მოსიარულეა. უფრო მეტიც, 2008 წლის შემდეგ, 2012 წელს პირველად დაფიქსირდა ქვეითთან შეჯახების ასეთი მაღალი სტატისტიკა. არსებული საგზაო მოძრაობის წესები ზებრა გადასასვლელებთან მიმართებაში ყოველდღიურად ირღვევა. აღნიშნული წესების აღსრულების უგულვებელყოფა სამართალდამცავი რგოლის მხრიდან კი ხელს უწყობს პრობლემის აქტუალობას.

მოგმართავთ თხოვნით, ხელი შეუწყოთ საკანონმდებლო დონეზე ზებრა გადასასვლელებზე ქვეითთა უპირატესობის დარეგულირებას. ასევე, გთხოვთ ხელი შეუწყოთ საპატრულო პოლიციის მიერ ზებრა გადასასვლელზე ქვეითებისა და მძღოლების მხრიდან წესების დაცვის უფრო მკაცრ აღსრულებას.

GoPetition respects your privacy.

The გავხადოთ გზები უსაფრთხო petition to შსს მინისტრი, პარლამენტი was written by Natia and is in the category Roads & Transport at GoPetition.