#Civil Rights
Target:
საქართველოს მოსახლეობა
Region:
GLOBAL

რას წარმოადგენს ანტიდისკრიმინაციული კანონი

რას ნიშნავს ტერმინები: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა"? დავიწყოთ გენდერული იდენტობით. გენდერული იდენტობა, ანუ სქესობრივი იდენტობა ნიშნავს, როცა მამაკაცი გამოაცხადებს - "მე ქალი ვარ" - უნდა ჩავთვალოთ, რომ ის ქალია და პირიქით, თუ ქალი გამოაცხადებს, "მე კაცი ვარ", ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის კაცია.
ახლა, მოკლედ ვთქვათ სექსუალურ ორიენტაციაზე, შემოკლებით ლგბტ-ზე: "ლ" - ნიშნავს ლესბოსელებს, "გ" - გომოსექსუალებს, "ბ" - ბისექსუალებს, "ტ" - ტრანსგენდერებს. ტრანსგენდერი - ესაა მამაკაცი, რომელიც გაიკეთებს ოპერაციას და გახდება ქალი.

აი, ამ მომაკვდინებელი ცოდვების დაკანონება უნდა პარლამენტს ანტიდისრკიმინაციული კანონით და ეს კანონი მხოლოდ ამ ორი ტერმინის გამო შეიქმნა, ვინაიდან ადამიანის უფლებები დანარჩენი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა, ეროვნება, კანის ფერი, ენა, პოლიტიკური მიმდევრობა, რელიგიური მრწამსი და სხვ. საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც დაცულია.

ანტიდისკრიმინაციული კანონით, პარლამენტი თავის ხალხს, სოდომ-გომორის ცოდვის ცეცხლში დაწვას უმზადებს. ამ კანონით პარლამენტი თავის ხალხს დევნასა და რეპრესიებს უმზადებს. მასში სამი რამაა ჩადებული: ბავშვებისა და ახალგაზრდების გარყვნა, ქართველი ერის გადაგვარება და ეკლესიის და ყველა იმ პატიოსანი ნამდვილი მამაკაცისა და ქალის დევნა, ვინც ამ სულისწარმწყმედელი ცოდვის წინააღმდეგ გამოვა!

მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვთვლი, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში -
ა) სექსუალური ორიენტაციის და ბ) გენდერული იდენტობის მოხსენიება და ნორმად მიჩნევა ნიშნავს უფლის მცნებების დარღვევას, ცოდვის დაკანონებას და ასევე ლახავს ჩემს, როგორც მორწმუნის უფლებებს!

ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი ვითხოვოთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისგან, რომ დაუყონებლივ შეასრულოს ერისა და ბერის მოთხოვნები და:

1. ამოღებულ იქნას ანტიდისკრიმინაციული კანონიდან მამათმავლობის დამკანონებელი ცნებები:

ა) სექსუალური ორიენტაცია;
ბ) გენდერული იდენტობა.

2. მიღებულ იქნას სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავს საქართველოში მამათმავლობის (ე.წ. ლგბტ) პირდაპირ თუ ირიბ პროპაგანდას (გეი-აღლუმებით, ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით, სარეკლამო ატრიბუტიკის გამოყენებით და ნებისმიერი სხვა საშუალებებითა თუ ფორმით)!

GoPetition respects your privacy.

The არა ანტიმართლმადიდებლურ ანტიდისკრიმინაციულ კანონს! petition to საქართველოს მოსახლეობა was written by David Lortkipanidze and is in the category Civil Rights at GoPetition.