#Patriotism
Target:
Ministry of Internal Affairs of Georgia
Region:
Georgia

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბ-ნ - ვახტანგ გომელაურს.
საქართველოს შ.ს.ს.-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბ-ნ - ზურაბ გამეზარდაშვილს.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“) განსაზღვრული ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის დავალებით მოქმედმა მოტოციკლისტთა ჯგუფმა „Ночные волки“-მ ფაშიზმე გამარჯვების 70 წლისთავის აღნიშვნის საბაბით საქართველოში პროვოკაციული აქცია დაგეგმა. აქცია შენიღბულია მშვიდობიანი მოტოგარბენის საფარქვეშ თუმცა ის არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას კერძოდ კი „თავისუფლების ქარტია“-ს (მუხლი 2. „ვ“ ქვეპუნქტი. 25.12.2013 ცვლილება კანონში) და 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ „საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ის ახდენს ძალადობის პროვოცირებას და მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
იმ ფაქტის დასტურად, რომ აღნიშნული მოტოგარბენი სინამდვილეში არ ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არის პროვოკაციული, მოგვყავს ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილება, კერძოდ: გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და ლიტვის რომელთაც „Ночные волки“ თავიანთ ტერიტორიაზე არ შეუშვეს. პოლონეთის მთავრობამ მათი არშეშვება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებით ახსნა. პოლონეთის პრემიერმინისტრმა ევა კოპაცმა კი ამ აქციას პროვოკაციული და ძალადობისა და ეთნიკური შუღლის გაღვივებისკენ მიმართული უწოდა. ხოლო ლიტვის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ბაიკერებმა, რომლებიც ბელორუსიიდან გადმოვიდნენ, „ტექნიკური შემოწმება“ ვერ გაიარეს და ისინი უკან გააბრუნეს. ანალოგიურად მოიქცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც.
„Ночные волки“-ს წევრი მოტოციკლისტები გეგმავენ მონაწილეობას 9 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გამართულ სამხედრო აღლუმშიც რითიც ბღალავენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარი მაგალითები მრავლადაა და მათი მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. ყველა ეს ფაქტი ადასტურებს ფაქტს, რომ „Ночные волки“ არ გახლავთ უბრალო ბაიკერთა კლუბი, არამედ იგი წარმოადგენს კრემლის ქმედით ინსტრუმენტს ეგრეთწოდებული ჰიბრიდული ომის წარმოების საქმეში.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სამწუხაროდ პუტინის დავალებით მოქმედი „Ночные волки“-ს წევრი მოტოციკლისტების ნაწილმა უკვე გადმოკვეთა საქართველოს ტერიტორიის საზღვარი. შეგვიძლია ფაქტის კონსტატაცია, რომ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს, უკვე მოხდა რამოდენიმე ინციდენტი მათი მონაწილეობით, კერძოდ სიღნაღში ქ-ნ ინგა არახამიას „Ночные волки“-ს წევრებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ დაიცვათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, შეასრულოთ თქვენზე კანონის მიერ დაკისრებული მოვალეობა და საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოთ ზომები ოკუპანტი სახლემწიფოს მეთაურის, პუტინის მიერ დაგეგმილი მაშტაბური პროვოკაციის აღსაკვეთად. ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ აღკვეთილ იქნას „Ночные волки“-ს წევრების შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო უკვე შემოსული პროვოკატორების მიმართ გატარდეს ღონისძიება მათი იზოლაციის, და შემდგომი დეპორტაციის მიზნით. თუ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი „Ночные волки“-ს წევრების დეპორტაცია, მათ მიერ 9 მაისს თბილისში დაგეგმილ ფართომაშტაბიან პროვოკაციამდე, იურიდიული თუ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოესწრო, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივი არეულობისა და ძალადობის ფაქტების პროვოცირების პრევენციის მიზნით, უნდა უზრუნველყოს მათთვის ორგანიზებული, ეროვნული თავმოყვარეობის დამცირებაზე და შეურაცხყოფაზე გამიზნული, პროვოკაციულ-დემონსტრაციული, ეთნიკური შუღლის გამღვივებელი, მსვლებლობის საშუალების აღკვეთა.
ამ პეტიციის ხელისმომწერთა მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მოსალოდნელ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას.

GoPetition respects your privacy.

The Say "NO" to Putin's Biker "Night Wolves" petition to Ministry of Internal Affairs of Georgia was written by Irakli and is in the category Patriotism at GoPetition.

Petition Tags

biker Putin Night Wolves