#Politics
Target:
Government of Georgia
Region:
Georgia

ვახტანგ მაისაიას ვიცნობთ, როგორც თავისი საქმის პროფესიონალ, აპოლიტიკურ ადამიანს. იგი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობაში. ბოლო წლების მანძილზე ის, აქტიურად იყო დაკავებული აკადემიური საქმიანობით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, არის არაერთი წიგნის ავტორი და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში.

ჩვენთვის მოულოდნელი იყო ვახტანგ მაისაიას ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება, ხოლო მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი მასალები ჯერეჯერობით არ არის დამაჯერებელი.
შეშფოთებულნი ვართ იმის გამოც, რომ 2009 წლის 5 მაისს სხვადასხვა სატელევიზიო არხებთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სამართლებრივი შეფასება მისცა ვახტანგ მაისაიას ქმედებებს. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ, გამოძიების დასრულებამდე, მოხდა ვახტანგ მაისაიას ბრალეულობაზე მითითება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალები და არც თვით ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას ბრალეულობის დასადგენად.

აღიარებითი ჩვენება შეიძლება მიცემულ იქნას ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად. მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ბრალეულობის დამტკიცება. ამრიგად, პრეზიდენტის მიერ დარღვეულ იქნა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი ნაწილი): „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. პრეზიდენტის მიერ ფაქტის საჯარო სამართლებრივი შეფასება ქმნის იმის საფრთხეს, რომ გამოძიება არაობიექტურად წარიმართოს.
სამწუხაროდ, ეს არ არის ხელისუფლების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პირველი ფაქტი და ასეთი შემთხვევები საკმაოდ გახშირდა.
ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს ეჭვს, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და ვახტანგ მაისაიას პროფესიულ და მოქალაქეობრივ ღირსებას ჩრდილი დაუმსახურებლად მიადგება.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს და საზოგადოებას სასწრაფოდ და დამაჯერებლად განუმარტონ ვახტანგ მაისაიას დაკავების სამართლებრივი საფუძველი.

GoPetition respects your privacy.

The ვახტანგ მაისაიას დაკავებასთან დაკავშირებით petition to Government of Georgia was written by Eka and is in the category Politics at GoPetition.