| Home | Bookmark | Tell | Active petitions in over 75 countries | Follow GoPetition |
Petition Tag - თბილისი
1. გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა და გამოცხადდეს კონკურსი მხატვრის სახლის ადგილას! 
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას შპს ,,მაგთი''–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეითანხმა მრავალფუმქციური ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გასცა ნულოვანი ციკლის მშენებლობის ნებართვა.
რუსთაველის პროსპექტი თბილისის ისტორიული, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების არტერიას წარმოადგენს. მას ასევე ცენტრალური ადგილი უჭირავს ქალაქის ისტორიული ბირთვის არქიტექტურული იერსახის განსაზღვრაში. ჩვენ მას განვიხილავთ როგორც უდიდესი ღირებულების მქონე ერთიან ურბანულ კომპლექსს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს უნდა ატარებდეს და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული. ამდენად რუსთაველის პროსპექტზე დაგეგმილი ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი თითოეული თბილისელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მოქალაქეთა მომეტებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქალაქისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ადგილას განხორციელებული ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული ჩარევა უნდა ხდებოდეს თბილისელების და პროფესიონალთა ფართე წრის ჩართულობით და მათი აზრის გათვალისწინებით.
ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას მშენებარე, სხვადასხვა ფუნქციის მქონე სამი შენობისგან შემდგარი კომპლექსი მთლიანად ავსებს მოცემულ ტერიტორიას (დაახლოებით 5000 მ2.), არ ითვალისწინებს ისტორიულად ჩამოყალიბებული ქალაქგემარებითი სტრუქტურის ხასიათს და ფართის მაქსიმალურ ათვისებაზეა ორიენტირებული.
მრავალფუნქციური ცენტრის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შენობის მხატვრული იერსახე, ერთი მხრივ ითვალისწინებს „დღევანდელი ეპოქის მხატვრულ - არქიტექტურულ სახეს“, მეორე მხრივ კი - ისტორიული განაშენიანების ზოგად არქიტექტურულ კონტექსტს. tas.ge-ზე გამოქვეყნებული შენობის ვიზუალიზაცია (http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=352282) კი სრულიად საპირისპიროს დასტურია. ის სხვა არაფერია თუ არა ისტორიის გაყალბების მცდელობა და მდარე ხარისხის სტილიზაცია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს, არც თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან, არც ისტორიულ კონტექსტთან. ამდენად, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სრულიად სამართლიანად იქნა დაწუნებული წარმოდგენილი შენობის იერ-სახე. მაგრამ შენობის გეგმარებითი, სივრცით-მოცულობითი სტრუქტურა და მხატვრული იერსახე ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ამ ასპექტების ცალ-ცალკე განხილვა დაუშვებელია. ასეთი მიდგომა გამორიცხავს ქალაქის ისტორიულ ქსოვილში ფაქიზი ჩარევის შესაძლებლობას და განწირულია წარუმატებელი შედეგისათვის.
http://www.digomiforest.safespace-tbilisi.com/
ვისაც გსურთ მხარი დაუჭიროთ პეტიციას და გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი, არ დაალაიქოთ, გახსენით ველი-SING The petition, შეავსეთ მონაცემები და მხოლოდ ამით დაფიქსირდება პეტიციაზე თქვენი ხელმოწერა. შემოგვიერთდით!
გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი
პეტიცია
თბილისში გამწვანების ზოლების, ბაღების, პარკებისა და სკვერების რაოდენობა ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა.
2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარები სგენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეიცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელსაც დიდი ისტორი ააქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.
3. განცხადება გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნების და გადარჩენის შესახებ 
ბოლო პერიოდში, საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა ლ. გუდიაშვილის სახელობის მოედნის შემდგომი ბედის საკითხი. ცნობილი გახდა, რომ ამჟამად, ქ. თბილისის მერია აწარმოებს მოლაპარაკებას ინვესტორთან გუდიაშვილის მოედნზე არსებულ შენობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად ქცეული არასწორი რეაბილიტაციის გამო, არსებობს რეალური საშიშროება, შენობათა ავარიული მდგომარეობის მიზეზით დაიკარგოს თბილისის ერთ-ერთი უძველესი მოედანი და მის გარშემო ჩამოყალიბებული ისტორიული, ურბანული ღირებულების მქონე ქსოვილი.
