#Government
Target:
შეჩერდეს შენებლობა
Region:
GLOBAL

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარბაშვილს
ქალქ თბილისი საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს
ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას

კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო - სამართლიანობის აღდგენა. ერთ-ერთი უპირველესი ჩვენი იმედი დაკავშირებული იყო სახელმწიფოსა და ხელისუფლების კულტურულ მემკვიდრეობასთან მიდგომისა და მის დაცვასთან, მაგრამ როგორც დრომ გვაჩვენა, პროცესები სრულიად საპირისპირო ხასიათი მიიღო - მოხდა „საყდრისი-ყაჩაღიანის“ ისტორიული საბადოს გასხვისება და შემდგომი განადგურება. საქართველოს დედაქალაქის დამახინჯებამ და ნგრევამ კი, აქტიური სახე მიიღო. როგორც რიგითი მოქალქეების, ასევე პროფესიონალი არქიტექტორების, ურბანისტების, ხელოვნებათმცოდნეების აზრით პროექტი „პანორამა თბილისი“ ყოვლად ეწინააღმდეგება, როგორც თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურას, ასევე იჭრება რა ძველი ქალაქის ვიზუალურ არეალში და ანადგურებს მის ლანდშაფტურ ფონს, სრულიად მიუღებელია ქალაქისათვის. სპეციალისტების აზრით იგი მხოლოდ დააზიანებს ისტორიული ქალაქის იერსახეს და ნეგატიურად იმოქმედებს მისი მომავალ, როგორც სტრუქტურულ განვითარებაზე, ასევე სავალალო ეკოლოგიური შედეგები ექნება, ისეთი უნიკალური და თვითმყოფადი უბნებისათვის, როგორებიცაა სოლოლაკი, მთაწმინდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ქალაქის მოქალაქეები ვითხოვთ:

 შეჩერდეს პროექტი „პანორამა თბილისი“ დღევანდელი სახით, ქალაქის მესვეურებმა და ინვესტორმა დაიწყონ მოლაპარაკებები საპროექტო ტერიტორიის ადგილმონაცველობასთან დაკავშირებით.

 ისტორიული ქალაქის საზღვრებში და მის ქალაქგეგმარებით არეალში შეჩერდეს ზონირების ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა ქმედება და უბნების რეაბილიტაციაზე, მათთვის დამახასიათებელი კოლორიტულ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება გახდეს ქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი.

GoPetition respects your privacy.

The შეჩერდეს პანორამა თბილისი მშენებლობა წარმოდგენილ ლოკაციებში petition to შეჩერდეს შენებლობა was written by Giorgi Medzmariashvili and is in the category Government at GoPetition.